ახალი ამბები

რა შედეგი აჩვენა სეროპრევალენტობის კვლევამ 4 მუნიციპალიტეტში

14 სექტემბერი, 2020 • 1177
რა შედეგი აჩვენა სეროპრევალენტობის კვლევამ 4 მუნიციპალიტეტში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით,  4 მუნიციპალიტეტში ჩატარებული სეროპრევალენტობის კვლევიდან კორონავირუსი მხოლოდ 1 შემთხვევაში დადასტურდა.

როგორც მან აღნიშნა, ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ინფექცია ინტენსიურად არ ცირკულირებს.

“ჩვენ გუშინ ღამე დავამთავრეთ ე.წ. სეროპრევალენტობის კვლევა 4 მუნიციპალიტეტში. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ხელვაჩაურში, ქობულეთში, მარტვილსა და ბორჯომში 1 222 ნიმუში იქნა აღებული და იქ განისაზღვრა ე.წ. იმუნოგლობულინ ჯის ანტისხეულები. როდესაც იმუნოგლობულინი ჯი კორონავირუსის წინააღმდეგ ჩნდება, ნიშნავს, რომ ამ ადამიანს გადატანილი აქვს ინფექცია. ამ ნიმუშებში მხოლოდ ერთი ამოვიდა დადებითი მარტვილის რაიონში. ამ სისხლების აღება მოხდა 17-25 აგვისტოს პერიოდში”, — განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი