ახალი ამბები

“ოცნების” ძალიან მაღალი რეიტინგი ხალხის სუპერადეკვატურობიდან გამომდინარეობს — მდინარაძე

14 სექტემბერი, 2020 • 885
“ოცნების” ძალიან მაღალი რეიტინგი ხალხის სუპერადეკვატურობიდან გამომდინარეობს — მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ რეალურად “ქართული ოცნების” რეიტინგი 60%-მდეა, რაც საზოგადოების “სუპერადეკვატურობიდან” გამომდინარეობს.

ამის შესახებ მდინარაძემ წინასაარჩევნოდ ჩატარებულ კვლევებზე საუბრისას განაცხადა, მათ შორის, გამოეხმაურა NDI-ის, დღეს, 14 სექტემბერს გამოქვეყნებულ კვლევასაც, რომლის მიხედვითაც, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, მოსახლეობის უმეტესობას, 59%-ს ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი თუ ვის მისცემს ხმას.

“ჩვენი რეიტინიგი დამოუკიდებლად მხოლოდ ჩვენიდან კი არ გამომდინარეობს, ეს ძალიან მაღალი რეიტინგი გამომდინარეობს ხალხის განწყობიდან და სუპერადეკვატურობიდან, რომელიც თვლის, რომ დღეს არა თუ  უკეთესი, არამედ მიმსგავსებული პოლიტიკური ძალა და სუბიექტი, რომელსაც შეუძლია რეალურად გააკეთს ორიენტირება მომავალზე და რაციონალურად იფიქროს, სხვა არ არის. ამიტომ არის ქართული საზოგადოების ეს განწყობა, რომ 60%-მდე მხარს უჭერენ “ქართულ ოცნებას” და ეს აისახება შესაბამის შედეგებში”, — განაცხადა მდინარაძემ.

NDI-ის კვლევის მიხედვით, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და CRRC საქართველო ატარებს, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, მოსახლეობის უმეტესობას, 59%-ს ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი თუ ვის მისცემს ხმას.

კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ჰქონდათ თუ არა გადაწყვეტილი, თუ ვის მისცემდნენ ხმას, “დიახ” მხოლოდ გამოკითხულთა 36%-მა უპასუხა, 3%-მა კი – “არ ვიცი”.

ამასთან, გამოკითხულები თავს იკავებენ კონკრეტული პარტიის დასახელებისგან, თუ ვის მისცემენ ხმს. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა მხოლოდ 27%-მა დაასახელა კონკრეტული პარტია.

გამოკითხულთა 17%-მა “ქართული ოცნება”, 5%-მა – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, 40%-მა აღნიშნულ კითხვაზე “არ ვიცი” პასუხი დააფიქსირა, 24%-მა პასუხზე უარი განაცხადა, 9%-მა თქვა, რომ მხარს არცერთ პარტიას არ უჭერს, 5%-მა კი სხვა პარტია დაასახელა, თუმცა გამომდიანრე იქიდან, რომ ინდივიდუალური პარტიების მაჩვენებლები ძალიან დაბალია, კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ ის არჩევნების შედეგების გამოსაცნობად ვერ გამოდგება და კვლევაში ეს კომპონენტი არ ასახეს.

59%-ს ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია ვის მისცემს ხმას -NDI

მასალების გადაბეჭდვის წესი