ახალი ამბები

43%-ის თქმით, პანდემიის პირობებში მთავრობისგან დახმარება მიიღო – კვლევა

14 სექტემბერი, 2020 • 1173
43%-ის თქმით, პანდემიის პირობებში მთავრობისგან დახმარება მიიღო – კვლევა

NDI-ის კვლევის მიხედვით, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და CRRC საქართველო ატარებს, გამოკითხულთა 43-მა პროცენტმა განაცხადა, რომ თავად ან მათმა ოჯახის წევრმა კორონავირუსის პანდემიის განმავლობაში მთავრობისგან ფინანსური დახმარება მიიღო.

მათგან, 52%-მა განაცხადა, რომ დახმარება საკმარისი იყო, 48%-ის აზრით კი არასაკმარისი.

ამასთან, კვლევის მონაწილეებს ასევე ჰკითხეს მთავრობის მხრიდან ყველაზე მეტად რომელი პროგრამები დაეხმარებოდა მათ ოჯახს, რაზეც უმრავლესობამ უმუშევრობის კომპენსაცია (29%), კომუნალური გადასახადების სუბსიდირება (26%) და დასაქმების პროგრამა (24%) დაასახელა.

აღნიშნული კვლევა 6-11 აგვისტოს პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,045 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,3 პროცენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი