ახალი ამბები

როგორ ნაწილდება ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით

14 სექტემბერი, 2020 •
როგორ ნაწილდება ახალი შემთხვევები რეგიონების მიხედვით

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განმარტებით, 14 სექტემბერს გამოვლენილი კორონავირუსის 165 შემთხვევა რეგიონების მიხედვით შემდეგნაიარად ნაწილდება:

  • აჭარა-ბათუმი —109,
  • თბილისი — 17,
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი-ზუგდიდი — 9,
  • ქვემო ქართლი – გარდაბანი — 9,
  • შიდა ქართლი-გორი — 6,
  • კახეთი-გურჯაანი — 6,
  • გურია- ოზურგეთი — 4,
  • იმერეთი-ქუთაისი — 4,
  • მცხეთა-მთიანეთი — მცხეთა — 1.

“ყველაზე მეტი, 109 შემთხვევა არის აჭარაში. ე.ი. აჭარა, ბათუმი, კვლავ რჩება ძირითად ნაწილად და საყურადღებოდ. სადაც ძალიან დიდი სამუშაობი მიდის და ინფიცირებულების ძალიან სწრაფი გამოვლენა ხდება და მათი მოვლა შესაბამისი რეგულაციებით. იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე მოხდება აჭარა-ბათუმში დაავადების გარცელების ლოკალიზება”, — განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, გორში 5 სექტმბერს  გამართული ასკაციანი ქორწილი გორსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში პირების დაინფიცირების მიზეზი გახდა.

ეზუგბაია მოსახლეობას მოუწოდებს, რომ თავი შეიკავონ ფართომასშტაბიანი ღონისძიებების ჩატარებისაგან და არსებულ რეგულაციებს დაემორჩილონ.

14 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 2392 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზეა მოცემული.

ამავე ვებგვერდის თანახმად, ჯერ არ შეცვლილა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა და ამ დროისთვის ქვეყანაში კვლავ 1369 გამოჯანმრთელებული პაციენტია.

ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში  6633 ადამიანია,  სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836.

მასალების გადაბეჭდვის წესი