ახალი ამბები

მსოფლიოში კორონავირუსის დღიური შემთხვევების რეკორდი დაფიქსირდა

14 სექტემბერი, 2020 • 591
მსოფლიოში კორონავირუსის დღიური შემთხვევების რეკორდი დაფიქსირდა

კვირას, 13 სექტემბერს, მსოფლიოში კორონავირუსის 307 930 შემთხვევა დადასტურდა, რაც დღიური მაჩვენებლის ახალი რეკორდია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით (WHO), COVID-19-ით კიდევ 5 500 ადამიანი გარდაიცვალა, შედეგად, კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 917 417 შეადგინა.

კორონავირუსის ახალი შემთხვევების ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა სამ ქვეყანაში:

  1. ინდოეთი – 94 372
  2. აშშ – 45 523
  3. ბრაზილია – 43 718

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური პირების თქმით, ოქტომბერსა და ნოემბერში კოვიდ-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

კორონავირუსის ახალი შემთხვევების სტატისტიკა ზრდადია საქართველოშიც. 14 სექტემბერის მონაცემებით, საქართველოში გამოვლენილია კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა და ინფიცირებულთა რაოდენობა 2 392 გახდა.

14 სექტემბერი: კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მასალების გადაბეჭდვის წესი