ახალი ამბები

რ2-ში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვებია, აიკრძალა სტუმრების მისვლა

13 სექტემბერი, 2020 • 921
რ2-ში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვებია, აიკრძალა სტუმრების მისვლა

“რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორის, პაატა სალიას განცხადებით, მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში ტელევიზიაში მკაცრი საკარანტინო წესები იმოქმედებს. ტელეარხის მიერ გავრცელებულ ინტერვიუში სალი  ამბობს, რომ გადაცემებში სტუმრების მოსვლა, არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, შეზღუდულია.

მანამდე, ტელეარხის საინფორმაციო გამოშვების წამყვანსა და ჟურნალისტს, თეონა ცხომელიძეს, ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

“დღეს უკვე მიმდინარეობს განმეორებითი ტესტირება იმ ადამიანებისა, ვისაც უშუალო შეხება ჰქონდა თეონასთან ბოლო დღეებში, ასეთი დაახლოებით სულ 60 ადამიანია.

ჩვენ შევიმუშავეთ გარკვეული პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც ერთი კვირის განმავლობაში, ვიდრე ე.წ საინკუბაციო პერიოდია, მაქსიმალურად გამკაცრებული გვაქვს წესები და ფაქტობრივად აკრძალული გვაქვს სტუმრების მოსვლა, თუნდაც ეზოში. ასევე აკრძალული გვაქვს გადაცემებში სტუმრების მოსვლა”, -აცხადებს სალია.

“რუსთავი 2-ის” აღმასრულებელი დირექტორის, ირაკლი იმნაიშვილის განცხადებით,  ის ფაქტი, რომ 14 სექტემბერს ტელევიზიის თანამშრომლებისათვის ჩატარებული ყველა ტესტის პასუხი იყო უარყოფითი, ძალიან კარგი ტენდენციაა, “თუმცა ეს არხის მენეჯმენტს არ გვაძლევს მოდუნების საშუალებას”.

“ეს არის პროტოკოლი რომელიც შევიმუშავეთ დაავადების მართვის ეროვნულ ცენტრთან ერთად. ოფისში ყოველ 24 საათში ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები. ასეთი გზით ჩვენ ვცდილობთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არ შეექმნას საფრთხე თანამშრომლებს, და არც იმათ ვინც ჩვენთან თანამშრომლობს,”- ამბობს ის.

მასალების გადაბეჭდვის წესი