„ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის” აღმასრულებელ მდივანს, გედევან ფოფხაძეს COVID-19 დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია პარტიის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.
“გედევან ფოფხაძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ მაღალი ტემპერატურით შევიდა”, – წერს პარტია.
რამდენიმე დღით ადრე, პარტიის პოლიტიკურ მდივანს ლევან გოგიჩაიშვილს და მის მეუღლეს ასევე დაუდასტურდათ ახალი კორონავირუსი.
პარტია „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის” სხვა ლიდერები ამ დრომდე თვითიზოლაციაში იმყოფებიან.