ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ვენესუელას და სამხრეთ ოსეთს თავისუფლებისადმი სიყვარული აერთიანებს – მედოევი

11 სექტემბერი, 2020 • 1168
ვენესუელას და სამხრეთ ოსეთს თავისუფლებისადმი სიყვარული აერთიანებს – მედოევი

“ვენესუელასა და სამხრეთ ოსეთს შორის ათასობით კილომეტრი მანძილის მიუხედავად, ჩვენი ხალხი სულისკვეთებით ერთმანეთს ჰგავს, მათ აერთიანებთ თავისუფლებისადმი, საკუთარი მიწა-წყლისადმი და სხვა ერებისადმი გულწრფელი სიყვარული”, – მიმართავს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დიმიტრი მედოევი ვენესუელელ კოლეგას, ვენესუელას მიერ 11 წლის წინ სამხრეთ ოსეთის აღიარებასთან დაკავშირებით და მადლობას უხდის “საერთაშორისო არენაზე მხარდაჭერისთვის”.

“ამ წლების განმავლობაში ჩვენმა ქვეყნებმა მყარი სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობები დაამყარეს, რომელიც ურთიერთგაგებას, ნდობასა და მსოფლიოს სამართლიანი მოწყობის გაგებას ეფუძნება.

დარწმუნებული ვარ, რომ სამხრეთ ოსეთსა და ვენესუელას შორის სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობები, რომელიც ჩვენი ხალხების მშვიდობის, ძმობისა და თანასწორობის ინტერესებში შედის, მომავალშიც ასევეთივე დინამიკური და კონსტრუქციული იქნება”, – ნათქვამია მედოევის გზავნილში.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთისა და ნიკარაგუას მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარების შემდგომ, მათი დამოუკიდებლობა ვენესუელამაც ცნო.

მასალების გადაბეჭდვის წესი