ახალი ამბებიხელოვნება

იწყება ლიტერატურული კონკურსი – „ლიტერა მთარგმნელებისთვის”

10 სექტემბერი, 2020 • 2415
იწყება ლიტერატურული კონკურსი – „ლიტერა მთარგმნელებისთვის”

მწერალთა სახლი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად ლიტერატურულ კონკურსს „ლიტერა მთარგმნელებისთვის“ იწყებს. 

გამომცემლობებს თარგმნილი წიგნების წარდგენა 15 სექტემბერის ჩათვლით შეუძლიათ. 

“ლიტერა მთარგმნელებისთვის” გამარჯვებულებს 4 ნომინაციაში გამოავლენს: 

  • საუკეთესო ახალგაზრდა მთარგმნელი (პროზა, პოეზია; ასაკი 35 წლის ჩათვლით);
  • საუკეთესო პროზაული თარგმანი   ( რომანი, მოთხრობების კრებული);
  • საუკეთესო თარგმანი ჰუმანიტარულ-სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარულ ლიტერატურაში ( ფილოლოგია, ფსიქოლოგია, სოციოლოგია);
  • დავით წერედიანის სახელობის პრემია მთარგმნელობით საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის.

თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულს ფული პრემია (5 000 ლარი) და სპეციალური პრიზი გადაეცემა. პროექტი მწერალთა სახლის ინიციატივით  2020 წელს შეიქმნა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი