ახალი ამბები

“ტვ პირველის” თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

9 სექტემბერი, 2020 • 675
“ტვ პირველის” თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

რომელიც “ტვ პირველის” თანამშრომელს, ჟურნალისტ ვიკა ბუკიას კორონავირუსი დაუდასტურდა.

ტელეკომპანიაში ამ დროისთვის ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს ელოდებიან და ტესტირებას გაივლიან.

“ჩვენი ტელევიზიის თანამშრომელს დაუდასტურდა კორონავირუსი. გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. შესაბამისად, უკვე მივმართეთ დაავადებათა კონტროლის ცენტრს და ველით რეკომენდაციებს”, – წერს “ტვ პირველის” დირექტორი ვახტანგ წერეთელი.

ვიკა ბუკია და მისი მეუღლე, დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილი ამ დროისთვის თვითიზოლაციაში იმყოფებიან და  ეპიდემიოლოგებს ელოდებიან, რის შემდეგაც შესაბამის დაწესებულებაში გადავლენ.

გოგიჩაიშვილის თქმით, თავისი კონტაქტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რა ღონისძიებები გატარდება საქართველოს პარლამენტში და “ტვ პირველში”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი