აფხაზეთიდან დევნილებმა თბილისში, ვერის ბაღში მორიგი ყრილობა გამართეს, სადაც რამდენიმე მოთხოვნა გაახმიანეს, მათ შორის, დევნილების 2025 წლამდე ბინებით უზრუნველყოფის საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნების დანიშვნა.

აღნიშნული მოთხოვნებით დევნილებმა 16 სექტემბერს აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსთან პირველი აქცია დააანონსეს.