ახალი ამბები

სახელმწიფომ “თელასში” წილი 10.5 მლნ აშშ დოლარად გაყიდა

9 სექტემბერი, 2020 • 1488
სახელმწიფომ “თელასში” წილი 10.5 მლნ აშშ დოლარად გაყიდა

საპარტნიორო ფოდმა მის საკუთარებაში არსებული “თელასის” აქციების 24.5% გაყიდა. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საინვესტიციო ფონდის ინფორმაციით, კომპანიის აქციები თითქმის საწყის ფასად 10.5 მლნ აშშ დოლარად „ბესტ ენერჯი გრუპმა” იყიდა.

საჯარო რეესტრის მიხედვით, კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარიაა. ეს იყო სააქციო საზოგადოება „თელასის“ კაპიტალში „საპარტნიორო ფონდის“ კუთვნილი აქციების სრული წილი. “თელასის” აქციების დარჩენილ 75.5%  სააქციო საზოგადოება RAO Nordic Oy ფლობს, რომლის ერთადერთი აქციონერი რუსული კომპანია „ინტერ რაოა“.

ფონდის ცნობითვე, წილის გასხვისებაზე თანხმობას კომპანია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისგან (სემეკი) დაელოდება. სახელმწიფომ “თელასში” საკუთარი წილის გაყიდვის შესახებ 10 აგვისტოს განაცხადა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი