ახალი ამბები

ცაგერში ჩამოწოლილ მეწყერში ორი ავტომობილი მოყვა

9 სექტემბერი, 2020 • 1073
ცაგერში ჩამოწოლილ მეწყერში ორი ავტომობილი მოყვა

უხვი ნალექის გამო ცაგერში, სოფელ ლაშიჭალაში მეწყერი ჩამოწვა და ორი ავტომობილი მოიყოლა. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ავტომობილში მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ და ადგილზე მობილიზებულმა მეხანძრე-მაშველებმა ავტომობილი მეწყრული მასისგან გაათავისუფლეს და დეტალურად დაათვალიერეს.

მათივე ცნობით, ადგილზე მობილიზებულია სპეც-ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აღნიშნავენ, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

მასალების გადაბეჭდვის წესი