ახალი ამბები

ჩაკეტვის პოლიტიკა აღარაა დღის წესრიგში, საჭიროა ბალანსირება – გამყრელიძე

9 სექტემბერი, 2020 •
ჩაკეტვის პოლიტიკა აღარაა დღის წესრიგში, საჭიროა ბალანსირება – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ბათუმის ჩაკეტვა არ იგეგმება და ამას შემდეგნაირად ხსნის:

„ზოგადად, ჩაკეტვის პოლიტიკა თანდათან მთელ მსოფლიოში, მათ შორის, ჩვენთან უკვე აღარ არის დღის წესრიგში, თუ რაიმე განსაკუთრებული არ ხდება“.

„დღეს უკვე მთელ მსოფლიოში ამ ინფექციის მართვის პოლიტიკა არის ე.წ ბალანსირებული პოლიტიკა: ერთი მხრივ სწრაფი გამოვლენა და მათი სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსება ან იზოლირება და მართვა, მეორე მხრივ, ეკონომიკური აქტივობების გაძლიერება, რამეთუ საჭიროა, რომ დოვლათი შეიქმნას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.


9 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1773-მდე გაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით, 4-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რიცხვი და 1325 გახდა. ამ დროისათვის, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390.

მასალების გადაბეჭდვის წესი