საქართველოს მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, კინოთეატრებისა და თეატრების, ასევე ბავშვთა გასართობი ცენტრების გახსნა ერთი თვით გადაიდო.

როგორც ცნობილია, თავდაპირველი გეგმით, თეატრები და კინოთეატრები 15 სექტემებერსა და 1 ოქტომბერს უნდა გახსნილიყო, თუმცა ეს პროცესი 1 ნოემბრამდე გადაიდო. მთავრობაში ამის მიზეზად ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას ასახელებენ.

ამასთან სარიტუალო ღონისძიებების გამართვა ხვალიდან იკრძალება. საუბარია ქელეხებზე, ქორწილებსა და იუბილეებზე. აიკრძალება ამ  ღონისძიებების გამართვა ღია სივრცეში.

9 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1773-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზეა მოცემული.

მათივე მონაცემებით, 4-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რიცხვი და 1325 გახდა.

ამ დროისათვის, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390.