ახალი ამბები

ეზუგბაია ახალი შემთხვევების წყაროებზე

9 სექტემბერი, 2020 • 434
ეზუგბაია ახალი შემთხვევების წყაროებზე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, 9 სექტემბერს დადასტურებული კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან: 7 არის “დონასთან” დაკავშირებული, 12 — ბათუმთან, 12 დადასტურებულ შემთხვევათა კონტაქტებია, 2 ეპიდკერაში მოგზაურობის ისტორიის მქონე პირია, 5 — შემოტანილი, 3 — სამედიცინო პერსონალია და 3 შემთხვევაზე წყაროს დასადგენად კონტაქტების მოძიება გრძელდება.

მისივე განმარტებით, ამ დროისთვის კოვიდცენტრებში 421 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის კრიტიკულა მძიმეა 3 პაციენტი და მძიმე — 17.

როგორც ეზუგბაია ამბობს, ბოლო დღეების მონაცემები არ იძლევა საშიშროებას, რომ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ვირუსთან ბრძოლას ვერ გაუმკლავდება.

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამაზე მეტი რაოდენობა — ასეულები არ განვითარდეს. სამი, ოთხი და ხუთი ათეული ის მონაცემებია, რომელსაც ჯანდაცვის სისტემა გაუმკლავდება, არ დასჭირდება სერიოზული გარდაქმნები”, — განაცხადა ეზუგბაიამ.

9 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1773-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზეა მოცემული.

მათივე მონაცემებით, 4-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რიცხვი და 1325 გახდა.

ამ დროისათვის, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390.

მასალების გადაბეჭდვის წესი