“გამარჯვებული საქართველოს” ლიდერი, საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი 2020 წლის არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში პოლიტიკიდან წასვლას აანონსებს.

“თუ წავაგე, მე პოლიტიკიდან მივდივარ. დარწმუნებული ვარ [ამაში]. ეს ის შემთხვევაა, როდესაც შეგვიძლია ვიხმაროთ გამოთქმა: “ნიახური ხომ არა ხარ, მეორედ მოხვიდეო”. თუ ამომრჩეველი მანდატს არ გაძლევს, მაშინ შენი გზა უნდა მონახო სხვანაირად”, – განაცხადა ოქრუაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში.

ირაკლი ოქრუაშვილი ოპოზიციის შეთანხმებული კანდიდატია საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში.