ახალი ამბები

არ არის პანიკის საფუძველი, ამ ეტაპზე საქართველო ოაზისად რჩება – გამყრელიძე

8 სექტემბერი, 2020 • 765
არ არის პანიკის საფუძველი, ამ ეტაპზე საქართველო ოაზისად რჩება – გამყრელიძე

“კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა არ არის პანიკის საფუძველი, მაგრამ ძალიან საყურადღებოა, რამეთუ, სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობა ზაფხულის პერიოდში მოეშვა”, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.

კოვიდ-19-ის გლობალურ და საქართველოს სტატისტიკაზე გამყრელიძემ მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

“პანდემია უკან არ იხევს. უმრავლეს ქვეყნებში, ადგილი აქვს ყოველდღიურ შემთხვევათა ზრდას, რომელიც მერყეობს 200-დან 250 ათასამდე. ზოგიერთ დღეს ყოველდღიური შემთხვევები 300 ათასამდე ავიდა. დასავლეთ ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში შემთხვევათა მნიშვნელოვანი ზრდაა, განსაკუთრებით ესპანეთში, საფრანგეთში და ბალტიისპირეთის ქვეყნებშიც. სერიოზული ზრდა გახლავთ უკრაინაში, მოლდოვაში, ბელარუსში, ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ასევე, ჩვენს უშუალო მეზობლებში. რა თქმა უნდა, მათთან შედარებით, ამ ეტაპზე, საქართველო ისევ და ისევ ოაზისად რჩება, რამეთუ ჩვენთან საერთო შემთხვევათა რაოდენობა შედარებით მცირე გახლავთ”, – განაცხადა გამყრელიძემ.

26 თებერვლიდან მოყოლებული საქართველოში კორონავირუსის 1 729 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, აქედან ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი – 45 შემთხვევა – დღეს, 8 სექტემბერს დაფიქსირდა.

“ეს არ არის პანიკის საფუძველი, მაგრამ ძალიან საყურადღებოა, რამეთუ, სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობა, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში, მოეშვა. ჩვენ გარკვეულად შევიქმენით ილუზია, რადგან ყველაზე უკეთესად გამოვიყურებით რეგიონში, რომ საქართველოში თითქოს დავამარცხეთ კორონავირუსული ინფექცია და ამაზე ვპასუხობთ, რომ არა. ცალკეულ, ერთ აღებულ ქვეყანაში, არ შეიძლება კორონავირუსული ინფექციის დამარცხება, ეს გახლავთ გლობალური პრობლემა და ამას, მთელი სამყარო, ერთიანად გადაწყვეტს და ამას დაჭირდება სულ მცირე 1 წელი, წელიწად ნახევარი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

8 სექტემბერი: კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მასალების გადაბეჭდვის წესი