ახალი ამბები

ბათუმსა და ქობულეთში სასწავლო პროცესი 1 ოქტომბრამდე დისტანციურად წარიმართება

7 სექტემბერი, 2020 • 998
ბათუმსა და ქობულეთში სასწავლო პროცესი 1 ოქტომბრამდე დისტანციურად წარიმართება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბათუმსა და ქობულეთში სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლო პროცესი 1 ოქტომბრამდე დისტანციურად წარიმართება.

აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, შიდა ტურიზმის შედეგად გაზრდილი მობილობიდან გამომდინარე, შავიზღვისპირეთში შემთხვევების რაოდენობის მატება მოსალოდნელი იყო და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება:

“როგორც ბათუმში, ასევე ქვეყნის მასშტაბით ყველაფერი არის მზად. მთავარია, რომ ეპიდემიისა და ვირუსის მართვის პროცესი სრულად ექვემდებარება კონტროლს. თუმცა, იქიდან გმაომდინარე, რომ სასწავლო წელი მობილობის გაზრდას გამოიწვევს შემდეგი გადაწყვეტილება მივიღეთ –  2 კვირით, პირველ ოქტომბრამდე ბავშვები და სტუდენტები დისტანციურად დაიწყებენ სასწავლო პროცესს” – ამბობს გახარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი