ახალი ამბები

ახალი შემთხვევებიდან 6 “დონას” კლასტერია, 8-ს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს — ეზუგბაია

7 სექტემბერი, 2020 • 986
ახალი შემთხვევებიდან 6 “დონას” კლასტერია, 8-ს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს — ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან, რომლებიც 7 სექტემბერს გამოვლინდა, ექვსი “დონას” კლასტერია, 15 პაციენტის წყარო დადასტურებულთან კონტაქტია, 8 პაციენტს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს, 1 სამედიცინო პერსონალია, 2 შემოტანილი შემთხვევაა, ხოლო 2-ზე კონტაქტების მოძიების და წყაროს დასადგენად ეპიდემიოლოგიური კვლევა გრძელდება.

მისი თქმით, ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 342 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან სამი კრიტიკულად მძიმეა და თექვსმეტი კი მძიმე პაციენტია.
7 სექტემბერს საქართველოში ახალი კორონირუსის კიდევ 34 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1684 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზეა მოცემული.

მათივე მონაცემებით, 5-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რიცხვი და 1315 გახდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი