ახალი ამბები

“ეს წვრთნები არავის წინააღმდეგ არაა მიმართული” – გახარია “ღირსეულ პარტნიორზე”

7 სექტემბერი, 2020 • 875
“ეს წვრთნები არავის წინააღმდეგ არაა მიმართული” – გახარია “ღირსეულ პარტნიორზე”

პრემიერმ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, მრავალეროვნული სწავლება “ღირსეული პარტნიორი”, რომელიც ვაზიანში დღეს, 7 სექტემბერს ოფიციალურად გახისნა, “არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული”.

“წვრთნა არის ჩვენი ჯარის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი იმისთვის, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია გახდეს მიღწევადი. ჩვენ დღითიდღე უნდა გავაუმჯობესოთ ჩვენი ჯარის მდგომარეობა, მათი აღჭურვილობა, კეთილდღეობა. მსგავსი წვრთნები არის ჩვენი სახელმწიფოს მშვიდობის გარანტი. ეს წვრთნები არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული. ეს წვრთნები არის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდისკენ მიმართული და ეს არის თითოეული საქრათველოს მოქალაქის და ჯარისკაცის ვალდებულება”, – განაცხადა გახარიამ.

გახარიას თქმით, საქართველოს როლი გლობალურ მშვიდობაში უფროდაუფრო უნდა გაძლიერდეს.

მრავალეორვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2020“ ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ოფიციალურად გაიხსნა. საქართველო „ღირსეულ პარტნიორს“ უკვე მეხუთედ მასპინძლობს. 2020 წლის სწავლების გზავნილია „ძალა პარტნიორობაშია“. წვრთნების მიზანს საქართველოს, აშშ-ისა და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და თავსებადობის გაუმჯობესება, შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შენარჩუნებაში წვლილის შეტანა წარმოადგენს. მრავალეროვნული წვრთნა კომპლექსურია და მისი სცენარი ითვალისწინებს სამეთაურო-საშტაბო და საველე სწავლებებს საბრძოლო სროლებით, ასევე, სამანევრო და საბრძოლო მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედებას სტაბილურობის, თავდაცვით და შეტევით ოპერაციებში. სწავლებაში საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და საფრანგეთის 2700-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას.

“ღირსეული პარტნიორი 2020”: სად და როდის ჩატარდება სამხედრო სწავლება

 

მასალების გადაბეჭდვის წესი