ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთის მოქალაქე ქართული მხარის მიმართულებით გაიტაცეს – სოხუმი

7 სექტემბერი, 2020 • 1422
აფხაზეთის მოქალაქე ქართული მხარის მიმართულებით გაიტაცეს – სოხუმი

აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა უწყების ცნობით, გალში მოქალაქე ჯემალ სოსელიას გატაცების საქმეზე გამოძიება დაიწყო.

აფხაზური გამოძიების ცნობით, 5 სექტემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, სოფელ რეჩხში შეიარაღებულმა ნიღბიანმა პირებმა BMW-ს მარკის ავტომობილის მფლობელი, ამავე სოფლის მკვიდრი ჯემალ სოსელია გააჩერეს და ერთად გავიდნენ გალის რაიონის სოფელ აბერკიტის [საბერიო] მიმართულებით.

წინასწარი ინფორმაციითვე, რომელსაც აფხაზური შესაბამისი უწყებები ავრცელებენ, ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგურიდან დაახლოებით 2 კილომეტრში შეირაღებულ პირებსა და მოქალაქე სოსელიას შორის კონფლიქტი მოხდა [საუბარი მეგრულ ენაზე ], რასაც ჩხუბი მოჰყვა.

“შემდეგ ჯემალ სოსელია საქართველოს საზღვრისკენ წაიყვანეს. ავტომობილი გალის რაიონის ერთ-ერთი სოფლის მიმდებარედ არის ნაპოვნი. დადგენილია, რომ ეჭვმიტანილები და გატაცებული მოქალაქე ტყის მასივის გავლით ფეხით მივიდნენ სასაზღვრო მონაკვეთამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი