ახალი ამბები

5 სექტემბერი: გამოვლინდა კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა

5 სექტემბერი, 2020 • 1362
5 სექტემბერი: გამოვლინდა კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა

5 სექტემბრის დილის 10 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი დადასტურებული აქვს 1 621 ადამიანს, რაც ნიშნავს, რომ ბოლო 24 საათში გამოვლინდა 25 ახალი შემთხვევა.

როგორც ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა მარინა ენდელაძემ თქვა, ახალი შემთხვევებიდან მხოლოდ ერთის წყაროა უცნობი, დანარჩენების წყარო დადგენილია. 25 ახალი პაციენტიდან კი 9 არის საკონდიტრო “დონას” კლასტერიდან.

სამთავრობო ვებსაიტ stopcov.ge-ს ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა 8 ადამიანი და ჯამურმა რაოდენობამ 1 302-ს მიაღწია.

კარანტინის რეჟიმში მოთავსებულია 6 020 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 299. კორონავირუსს საქართველოში 19 ადამიანი ემსხვერპლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი