ახალი ამბები

საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრაცია 66-მა პარტიამ გაიარა

4 სექტემბერი, 2020 • 819
საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრაცია 66-მა პარტიამ გაიარა

2020 წლის პარლამენტის არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების რეგისტრაციის პროცესი დასრულდა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) რეგისტრაცია 66-მა პარტიამ გაიარა. ცესკოს ცნობითვე, კომისიას არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად 78-მა პარტიამ მიმართა. აქედან 12-ს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე.

“პოლიტიკური პარტიებისთვის შემდეგი ეტაპი მოიცავს პარტიული სიების წარმოდგენას, რომელსაც პარტია/საარჩევნო ბლოკი ცესკოს თავმჯდომარეს წარუდგენს (არაუგვიანეს პირველი ოქტომბრისა) და, შესაბამისად, იწყება პარტიული სიების შემოწმების,
შემდეგ კი უკვე აღნიშნული პარტიული სიის რეგისტრაციის პროცესი. რაც შეეხება მაჟორიტარ კანდიდატებს – პარტია/საარჩევნო ბლოკი თითოეულ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში წარადგენს საქართველოს პარლამენტის წევრობის თითო კანდიდატს (არაუგვიანეს პირველი ოქტომბრისა)”,-აცხადებენ ცესკოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი