ახალი ამბები

აფეთქებაზე გამოძიება შრომის უსაფრთხოების მუხლით დაიწყო

4 სექტემბერი, 2020 • 899
აფეთქებაზე გამოძიება შრომის უსაფრთხოების მუხლით დაიწყო

ფილარმონიასთან აფეთქებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.

აფეთქება ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადღესასწაულო ცენტრ/კლუბ „დეჟავუში“ დაახლოებით 16:20 წუთზე მოხდა. შსს-ს პირველადი ინფორმაციით, სარემონტო სამუშაოების დროს, სავარაუდოდ, ჟანგბადის ბალონი აფეთქდა.

პოლიცია ადასტურებს, რომ დაშავდა 3 ადამიანი, — რომელთაგან ორი, პირველადი ინფორმაციით, მუშაა, — ერთი მამაკაცი კი მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ერთ-ერთი მათგანი მართვით სუნთქვაზეა.

შსს აცხადებს, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

როგორც „ნეტგაზეთს“ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ინსპექტირების სამმართველოს უფროსმა, მაია მიქაიამ 17:15 საათზე განუცხადა, საქმეში შრომის ინსპექტორთა ჯგუფიც ჩაერთო.

ვრცლად:

აფეთქება ფილარმონიასთან – არის მსხვერპლი [განახლებადი]

მასალების გადაბეჭდვის წესი