ახალი ამბები

“ლელომ” კიდევ ოთხ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

4 სექტემბერი, 2020 • 1221
“ლელომ” კიდევ ოთხ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა

პარტიამ “ლელო საქართველოსთვის” კიდევ 4 ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. მაჟორიტარები დღეს, 4 სექტემბერს, პარტიის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ წარადგინა. ესენი არიან:

გიორგი ჭელიძე — ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი,
სოცგარ პუთულიანი — ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატატობის კანდიდატი,
თამარ ბელქანია — წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის დეპუტატობის კანდიდატი,
ირაკლი ტალახაძე — თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.

ამ დროისათვის “ლელოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი 29 ოლქში ჰყავს.

ცნობილია რეგიონებში მაჟორიტარობის 4 კანდიდატი ენმ-დან

მასალების გადაბეჭდვის წესი