ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აგვისტოში რუსულ-აფხაზური საზღვარი მილიონმა ადამიანმა გადაკვეთა – სოხუმი

3 სექტემბერი, 2020 • 1108
აგვისტოში რუსულ-აფხაზური საზღვარი მილიონმა ადამიანმა გადაკვეთა – სოხუმი

აფხაზური მედიის ცნობით, რუსეთ-აფხაზეთის “ადლერის” გამშვებ პუნქტს ყოველდღიურად კვეთს დაახლოებით 40 ათასი ფიზიკური პირი და 7 ათასზე მეტი ავტომობილი.

ოფიციალური ინფორმაციითვე, პირველი აგვისტოდან, როდესაც კორონავირუსის პანდემიის დროს დახურული აფხაზურ-რუსული გამშვები პუნქტი გაიხსნა, საზღვარი მილიონზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა, მათი უმეტესობა რუსი ტურისტია.

სოჭის საბაჟოს განცხადებით, აღნიშნული საბაჟო პუნქტის დატვირთვა რამდენჯერმე აღემატება მის გამტარუნარიანობას.

რუსი ტურისტებისთვის გამშვები პუნქტის გახსნის შემდეგ, აფხაზეთში კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა რამდენჯერმე გაიზარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი