ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთი კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდის შესახებ იუწყება

2 სექტემბერი, 2020 • 765
სომხეთი კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდის შესახებ იუწყება

სომხეთის შესაბამისი უწყებები 2 სექტემბერს ქვეყანაში 200-მდე ახალი შემთხვევის შესახებ იუწყებიან.

ოფიციალური ინფორმაციითვე, უკანასკნელ პერიოდში ყოველდღიური შემთხვევები ბევრად ნაკლები იყო –  მაგალითად, გუშინ, პირველ სექტემბერს 97 შემთხვევა იყო, 31 აგვისტოს კი -31 შემთხვევა.

საერთო ჯამში, სომხეთის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების 44 075 შემთხვევაა გამოვლენილი, ამჟამად დაახლოებით 4200 პაციენტი მკურნალობს. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 1 153-ია.

უკანასკნელი კვირების განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრმა კლებამ სომხეთში კითხვები გააჩინა ინფორმაციის სიზუსტეზე. ვირუსის გავრცელების პირველ თვეებში ქვეყანაში ინფიცირების დადასტურებული ყოველდღიური მაჩვენებელი 400-800-მდე მერყეობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი