ახალი ამბები

ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ბრალდებით კაცი დააკავეს

2 სექტემბერი, 2020 • 765
ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ბრალდებით კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტში ოჯახში ძალადობისა და ოჯახის წევრის მიმართ მუქარის ბრალდებით კაცი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ბრალდებულმა ცოლს სცემა და  მოკვლით დაემუქრა. მომხდარზე გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით და 11-პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს.

“ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ნ.დ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ბრალდებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქერეში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა მეუღლეს – 1983 წელს დაბადებულ ლ.ხ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა” ,- აცხადებენ შსს-ში. დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდება 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი