ახალი ამბები

მესტიასა და ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვები გაუქმდა

2 სექტემბერი, 2020 • 563
მესტიასა და ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვები გაუქმდა

დღეიდან, 2 სექტემბრიდან, დაბა მესტიასა და ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვები გაუქმდა.

შსს-ს ინფორმაციით, პოლიციის მიერ მოწყობილი საკონტროლო გამშვები პუნქტები მოხსნილია და მოქალაქეებს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა ერთეულში გადაადგილება შეუფერხებლად შეუძლიათ.

მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, დაბა მესტიასა და ლენჯერში 10 აგვისტოდან შესვლა-გამოსვლა შეზღუდული იყო. პოლიცია საკარანტინო შეზღუდვებს 22 დღის განმავლობაში აკონტროლებდა. ამასთან, უზრუნველყოფილი იქნა სვანეთიდან მოქალაქეთა ესკორტირება სხვადასხვა რეგიონში მდებარე საკარანტინო სივრცეების მიმართულებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი