ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთს რუსეთისგან გამანადგურებლების შესყიდვა სურს

1 სექტემბერი, 2020 •
სომხეთს რუსეთისგან გამანადგურებლების შესყიდვა სურს

მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა სომხეთის თავდაცვის მინისტრმა, დავით ტონოიანმა azatutyun.am-თან საუბარში განაცხადა, რომ იგეგმება გამანდგურებელი «Су-30СМ»-ს ახალი პარტიის შესყიდვა რუსეთიდან.

“რეალურად, სომხურ-რუსულ ურთიერთობებში დიდი დინამიკა არსებობს, ზოგიერთ სფეროში – უპრეცედენტო, მაგალითად, სამხედრო-საჰაერო ძალების საკითხში”.

მისივე თქმით, სომხეთის თავდაცვის სამინისტროს და რუსეთის გაერთიანებულ ავიამწარმოებელ კორპორაციას შორის ხელი უკვე მოეწერა კონტრაქტს ოთხ გამანადგურებელ «Су-25»-ს მოდერნიზაციასა და რემონტზე, რას  წლების განმავლობაში ვერ ხერხდებოდა.

სომხეთის პარალელურად, რუსეთი სამხედრო შეიარაღებას აზერბაიჯანსაც აწვდის. 

რუსეთის მიერ აზერბაიჯანისთვის სამხედრო შეიარაღების მიწოდების საკითხი არაერთხელ გამხდარა უკმაყოფილების მიზეზი სომხეთში, რადგანაც სომხეთი რუსეთის სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი