ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალში სამოქალაქო აქტივისტს, თემურ ცხურბათს სცემეს

31 აგვისტო, 2020 • 1375
ცხინვალში სამოქალაქო აქტივისტს, თემურ ცხურბათს სცემეს

ცხინვალში სამოქალაქო აქტივისტს, თემურ ცხურბათს უცნობი პირები თავს დაესხნენ და მძიმე დაზიანებები მიაყენეს. ამის შესახებ ინფორმაციას Кавказский Узел ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აქტივისტს ძალადობის შედეგად ყბის ძვლის მოტეხილობა აქვს. 18:02 საათზე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცხურბათი ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დოკუმენტების გაფორმებას ელოდებოდა, რის შემდეგაც ჩრდილოეთ ოსეთში უნდა გადაეყვანათ.

გამოცემა თვითმხილველებსა და ცხურბათის ახლობლებზე დაყრდნობით იუწყება, რომ თავმდასხმელებს არ მოწეონათ ცხურბათის მიერ ედუარდ კოკოითის შესახებ გაკეთებული განცხადებები. ამასთან, აქტივისტმა ყოფილ დე ფაქტო პრეზიდენტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებში არაერთი უარყოფითი კომენტარი გააკეთა, რაც ძირითადად კოკოითის სამხრეთ ოსეთში დაბრუნებას შეეხებოდა.

გამოცემის ცნობით, ცხურბათს ახალგაზრდა ადამიანებისგან შემდგარი ჯგუფი დაესხა თავს, რომელთა შეჩერებაც იქვე მყოფმა სწრაფი რეაგირების სპეცდანაყოფმა და ომონმა შეძლეს.

გარეკანის ფოტო: Кавказский Узел

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პარლამენტში ახალგორელთა ინტერესების დაცვა თემურ ცხურბათს სურს

ქართველებსა და ოსებს შორის აქტიურ ურთიერთობებს ვისურვებდი – თემურ ცხურბათი

მასალების გადაბეჭდვის წესი