გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1-4 სექტემბერს საქართველოში ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი მატება და ძლიერი ქარია მოსალოდნელი, რაც ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ პირობებს შექმნის.
როგორც სააგენოტს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დაბლობსა და ბარში 33-38, მთაში 31-36, სანაპირო რაიონებში 30-35 გრადუსამდეა მოსალოდნელი ტემპერატურის მატება.
ამასთან, სააგენტოს ცნობით, 1-2 სექტემბერს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობზე და აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რეგიონებში იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.