პოლიციელი, რომელიც ლისის გზაზე ქვეითად მოსიარულე 12 წლის ბავშვს დაეჯახა, დაკავებულია. ამის შესახებ ინფორმაცია “ნეტგაზეთს” პროკურატურაში დაუდასტურეს.
გუშინ, 30 აგვისტოს, საპატრულო პოლიციის ავტომანქანა ლისის გზაზე ქვეითად მოსიარულე 12 წლის ბავშვს შეეჯახა, რის შედეგადაც მოზარდი დაიღუპა.
პროკურატურამ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა,რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.)