ახალი ამბები

მოსკოვში ოპოზიციონერ აქტივისტ ეგორ ჟუკოვს თავს დაესხნენ და სცემეს

31 აგვისტო, 2020 •
მოსკოვში ოპოზიციონერ აქტივისტ ეგორ ჟუკოვს თავს დაესხნენ და სცემეს

მოსკოვში ოპოზიცონერ აქტივისტს, “ეხო მასკვის” ჟურნალისტსა და ბლოგერს, ეგორ ჟუკოვს თავს დაესხნენ. ჟუკოვი ე.წ. მოსკოვის საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია. მას მოსკოვის გამოძიება ადანაშაულებდა 2019 წლის ივლისის საპროტესტო აქციების დროს “ექსრემისტული ქმედებებისკენ მოწოდებაში”.

Meduza-ს თანახმად, ჟუკოვს სახლთან 2 ადამიანი თავს დაესხა, შემდეგ კი მიიმალა. საქმეზე დაიწყო გამოძიებაც.

გამოცემა წერს, რომ სასწრაფო დახმარების ექიმებმა ჟუკოვს ტვინის შერყევა დაუდგინეს. ჟუკოვის ცემის საქმეზე დაიწყო გამოძიებაც. რუსული სამთავრობო მედია ირწმუნება, რომ ბრალდებულების დადგენის მიზნით საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს.

ბოლო პერიოდში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ჟუკოვს თავს ესხმიან. მსგავსი რამ მოხდა 27 ივლისსაც. Meduza იუწყება, რომ ამ დღეს ჟუკოვს სახლთან ორი ნიღბიანი პირი დახვდა, თუმცა გაქცევა შეძლო.

პარალელურად, ჟუკოვი აცხადებს, რომ მოსკოვის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის სამაგისტრო პროგრამიდან პოლიტიკური მოტივებით დაითხოვეს.


BBC წერს, რომ ეგორ ჟუკოვს თავდაპირველად ადანაშაულებდნენ მასობრივი არეულობის ორგანიზებაში. ბრლადების ვერსიით, მოსკოვის 27 ივლისის აქციებს ის თითქოსდა “მიმართულებას აძლევდა“. ამ აქციაზე რუსულმა ძალოვნებმა 1 000 აქტივისტზე მეტი დაკავეს.

თუმცა, შემდგომ, ეს ბრალდება მას მოუხსნეს და მოუძებნეს სხვა – ექსრემისტული ქმედებებისკენ მოწოდება. პროკურატურა ამბობდა, რომ აღნიშნულ მოწოდებებს ჟუკოვი იუთუბის არხზე აქვეყნებდა.

ჟუკოვს გამომძიებლები 4 ვიდეოს გამო ედავებოდნენ, სადაც პროტესტის ფორმებისა და სისტემასთან ბრძოლის შესახებ საუბრობდა. ამ ვიდეოებს ექსპერტიზაც კი ჩაუტარდა, რომლის თანახმადაც, ჟუკოვი ვიდეოებში ამჟღავნებდა სიძულვილს რუსეთის ხელისუფლებისა და კონსტიტუცური წყობის მიმართ.

მასალების გადაბეჭდვის წესი