ახალი ამბები

ივლისში საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით შემცირდა – საქსტატი

31 აგვისტო, 2020 • 963
ივლისში საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით შემცირდა – საქსტატი

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2020 წლის ივლისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 5.5% შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი -5.8%-ია.

ეკონომიკური ზრდის დიაგრამა, იანვარ-ივლისი, 2020 წელი. საქსტატი

კლების ტენდენცია გამოვლინდა ეკონომიკის თითქმის ყველა დარგში, სამთომოპოვებითი და დამამუშავებელი მრეწველობის დარგების გარდა.

2020 წლის იანვარ-ივლისში მნიშვნელოვნად შემცირდა საგარეო ვაჭრობა: საქონლის ექსპორტი – 16.8%-ით, იმპორტი კი – 17.9%-ით.

მასალების გადაბეჭდვის წესი