ახალი ამბები

“ოცნების” ოფისის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

30 აგვისტო, 2020 • 1034
“ოცნების” ოფისის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა

“ქართული ოცნების” ცენტრალური ოფისის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც ნეტგაზეთს პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, ოფისში გატარდა ყველა ის ღონისძიება, რაც ეპიდემიოლოგიური პროტოკოლებით არის განსაზღვრული, ჩატარდა დეზინფექცია, დადასტურებულ შემთხვევასთან ახლო კონტაქტში მყოფი პირები იზოლაციაში გადავიდნენ, ხოლო ოფისის თანამშრომლებს ინტენსიური ტესტირება უტარდებათ.

“ჯერჯერობით ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია”, – ამბობენ პარტიაში.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

30 აგვისტოს დილის ინფორმაციით, ეპიდემიის გავრცელების დღიდან დღემდე ინფიცირებულთა რაოდენობამ 1462 შეადგინა.

მთავრობის ვებგვერდის, stopcov.ge-ს თანახმად, უკანასკნელი სტატისტიკა ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1469
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1221
  • მათ შორის გარდაცვლილი – 19
  • კარანტინის რეჟიმში – 5524
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 221
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41

მასალების გადაბეჭდვის წესი