ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალის იზოლატორში, სავარაუდოდ, სასტიკად სცემეს მეორე დაკავებულსაც

29 აგვისტო, 2020 • 879
ცხინვალის იზოლატორში, სავარაუდოდ, სასტიკად სცემეს მეორე დაკავებულსაც

ცხინვალის იზოლატორში, გარდა ინალ ჯაბიევისა, — რომელიც 28 აგვისტოს სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა, – სავარაუდოდ, მეორე დაკავებულსაც სცემეს, რომელიც ამ დრომდე მძიმედაა.

ინალ ჯაბიევი 28 აგვისტოს ცხინვალის იზოლატორში დაკითხვისას, სავარაუდოდ, ცემით მოკლეს, რასაც საპროტესტო დემონსტრაცია და დე ფაქტო პრემიერისა გადადგომა და მთავრობის დათხოვნა მოჰყვა.

28 წლის ინალ ჯაბიევი ეჭვმიტანილი იყო შინაგან საქმეთა დე ფაქტო მინისტრის მანქანის დაცხრილვაში. ვრცელდება ინფორმაცია, რომ იზოლატორში ამ საქმეზე დაკავებულ მეორე პირსაც სცემეს და იგი ამ დრომდე უგონო მდგომარეობაშია.

როგორც „ეხო კავკაზა“ წერს, სოციალურ ქსელებში გავრცელდა აუდიო ჩანაწერი, სადაც ქალი ამბობს, რომ მის შვილს, ნიკოლაი ცხოვრებოვს, არაადამიანურად მოექცნენ:

„დიახ, ჩემი შვილი ზნაურის კლინიკაშია. რომ ვინახულე, მთელი სხეული დალურჯებული ჰქონდა. მწარედ არის ნაცემი… ისე სცემეს, რომ ვერ დგება“.

„ეხო კავკაზას“ თანახმადვე, ბოლო ინფორმაციით, ცხოვრებოვი ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამოცემა Кавказский Узел-ი წერს, რომ კლინიკაში წყარომ მათ რეპორტიორს ეს ინფორმაცია დაუდასტურა.

მათი ცნობით, ამ საქმეზე დაკავებულ კიდევ ერთ პირს, გენადი კულაევს, ადვოკატის ნახვის უფლებას ამ დრომდე არ აძლევენ.

ვრცლად ცხინვალში განვითარებულ მოვლენებზე:

რა ხდება ცხინვალში – მოკლედ

მასალების გადაბეჭდვის წესი