29 აგვისტოს აფხაზეთში Covid-19-ით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევა დადასტურდა, – იუწყება აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების შექმნილი ოპერატიული შტაბი.
მათი ცნობით, ჯამში, ინფიცირებულია 315 ადამიანი, რომელთაგანაც 120 გამოჯანმრთელდა. ოფიციალური ცნობებით, გარდაიცვალა 4 ადამიანი. ინფიცირებულთა რიცხვის ზრდა რუსეთთან მიმოსვლის აღდგენას მოჰყვა.
საქართველო უნდობლობას უცხადებს დე ფაქტო მთავრობის ეპიდემიოლოგიურ მონაცემებს.
