29 აგვისტოს დილის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში Covid-19-ით ინფიცირების 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ეპიდემიის გავრცელების დღიდან დღემდე ინფიცირებულთა რაოდენობამ 1462 შეადგინა.

მთავრობის ვებგვერდის, stopcov.ge-ს თანახმად, უკანასკნელი სტატისტიკა ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1462
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1196
  • მათ შორის გარდაცვლილი – 19
  • კარანტინის რეჟიმში – 5924
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 209
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41