ახალი ამბები

8 ერში იაპონიას საქართველო ჩაანაცვლებს – BBC

28 აგვისტო, 2020 • 1485
8 ერში იაპონიას საქართველო ჩაანაცვლებს – BBC

BBC Scotland-ის ინფორმაციით, მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაგეგმილ 8 ერის სარაგბო ტურნირზე იაპონიას საქართველო ჩაანაცვლებს. ამავე ინფორმაციის თანახმად, იაპონიას ხელს უშლის კორონავირუსის პანდემია და მის გამო დაწესებული სამგზავრო შეზღუდვები.

8 ერის ტურნირში მონაწილეობას ასევე მიიღებენ: შოტლანდია, საფრანგეთი, იტალია ინგლისი, უელსი, ირლანდია და ფიჯი.

ტურნირი 14 ნოემბრიდან 5 დეკემბრამდე პერიოდში უნდა ჩატარდეს შაბათ-კვირას.

მასალების გადაბეჭდვის წესი