ახალი ამბები

შაქარაშვილის საქმეში ბრალდებულის მამის თქმით, სახლში, სავარაუდოდ, მოსასმენი აპარატურა იპოვა

28 აგვისტო, 2020 • 889
შაქარაშვილის საქმეში ბრალდებულის მამის თქმით, სახლში, სავარაუდოდ, მოსასმენი აპარატურა იპოვა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრუწლოვნის, ზ.ხ-ს მამა ამბობს, რომ საკუთარ სახლში მისთვის უცხო მცირე ზომის აპარატი იპოვა, რომელიც, მისი თქმით, დიდი ალბათობით მოსასმენი აპარატურაა.

როგორც ხომასურიძემ “მთავარ არხთან” საუბარში განმარტა, აღნიშნული აპარატი მან საკუთარ საძინებელში სპეციალური მოწყობილობის საშუალებით იპოვა, რომელიც ხომასურიძეს საკუთარმა მეგობარმა სწორედ სახლის შესამოწმებლად მისცა:

“მე იქ არ დამიდია და არ ვიცი, ეს [მცირე ზომის მოწყობილობა] რა არის. აქ მამაჩემის, ჩემ და პოლიციის გარდა არავინ ყოფილა. არ ვიცი, რისთვისაა ეს და რა არის საერთოდ. მე არ დამიდია, ჩემს ადვოკატს არ დაუდია და მამაჩემს არ დაუდია, მეტი ვინ დადო, პოლიციამ, ალბათ, ხომ? რისი მოსმენა უნდოდათ, აქეთ ვეხმარები ყველაფერში”, – უთხრა “მთავარ არხს” ხომასურიძემ.

ხომასურიძის საცხოვრებელ სახლში პოლიციის წარმომადგენლებიც მივიდნენ, რომელთა განმარტებითაც მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ინფორმაციის გადასამოწმებლად “ნეტგაზეთმა” შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრსაც მიმართა, სადაც თქვეს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას ახალი დეტალების გარკვევისთანავე მოგვაწოდებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი