ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

გალიდან, სავარაუდოდ, პენსიის ასაღებად გადმოსული კაცი ენგურში დაიხრჩო

26 აგვისტო, 2020 • 1680
გალიდან, სავარაუდოდ, პენსიის ასაღებად გადმოსული კაცი ენგურში დაიხრჩო

გალიდან, სავარაუდოდ, პენსიის ასაღებად გადმოსული კაცი ენგურში დაიხრჩო. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე სისხლის სამართლის გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გამოცემა ლაივპრესის ინფორმაციით, 65 წლის მამაკაცი გალის რაიონის სოფელ ოქუმის მკვიდრია და გალის რაიონიდან ზუგდიდში გადმოსვლას ცდილობდა, რა დროსაც წყალში დაიხრჩო.

აფხაზური მხარის მიერ გამშვები პუნქტის დაკეტვის გამო გალში მცხოვრები ხანდაზმულები და დევნილები თვეობით ვერ იღებენ კუთვნილ პენსიას და დევნილთა შემწეობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი