ახალი ამბები

თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის მამას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

26 აგვისტო, 2020 • 898
თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის მამას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის მამას ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო პროცესი, დღეს, 26 აგვისტოს გაიმართა.

სხდომას თავად ბრალდებულიც ესწრებოდა და წარდგენილ ბრალს არ აღირებს.

დაკავებულს ბრალი  11 წლის მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ოჯახში ძალადობის მუხლით აქვს წარდგენილი.

პროკურატურის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის გამოძიებით  დადგინდა, რომ ალკოჰოლური თრობის ქვეშ  მყოფი ფ.ა.  სისტემატურად ძალადობდა, აყენებდა შეურაცხყოფას და ემუქრებოდა მის არასრულწლოვან შვილს, ა.ა-ს. შედეგად, ბავშვი მუდმივი სტრესის და შიშის ქვეშ იმყოფებოდა.  2020 წლის 23 აგვისტოს იგი თავის საცხოვრებელი სახლის ეზოში ხეზე თოკით ჩამომხრჩვალი იპოვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი