ახალი ამბები

2 სექტემბრიდან დაბა მესტიასა და ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნება

26 აგვისტო, 2020 • 577
2 სექტემბრიდან დაბა მესტიასა და ლენჯერში საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2 სექტემბრიდან დაბა მესტიასა და ლენჯერში  საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნება. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა დღეს, 26 აგვისტოს, ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, 2 სექტემბრამდე გაგრძელდება ინტენსიური ტესტირების რეჟიმი, რომელიც ხელს შეუწყობს ვირუსის გავრცელების პრევენციას.

“დაბა მესტიასა და ლენჯერში მიმდინარეობს ინტენსიური ტესტირება, რომელიც ჩვენ გვაძლევს საშუალებას, მივიღოთ გადაწყვეტილება, 2 სექტემბრიდან გაიხსნას აღნიშნული სოფლები. შესაბამისად, 2 სექტემბრამდე გაგრძელდება ინტენსიური ტესტირების რეჟიმი, რომელიც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს პრევენციას და სურათის ნათლად ჩვენებას”, — განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი