ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში 54 წლის კაცს კორონავირუსი გარდაცვალების შემდეგ დაუდასტურეს

25 აგვისტო, 2020 • 915
აფხაზეთში 54 წლის კაცს კორონავირუსი გარდაცვალების შემდეგ დაუდასტურეს

აფხაზური მედიის ცნობით, ოჩამჩირის რაიონის სოფელ ლაბრას მცხოვრებ 54 წლის კაცს კორონავირუსი უკვე გარდაცვალების შემდეგ დაუდასტურეს.

იქამდე, როგორც აფხაზური მედია სოფლის რწმუნებულზე დაყრდნობით წერს, კაცს რამდენიმე დღის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, თუმცა სასწრაფო მხოლოდ 23 აგვისტოს გამოიძახეს, რა დროსაც კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარეს. 24 აგვისტოს კი კაცი გარდაიცვალა.

“ამავე საღამოს დამირეკა ოჩამჩირის საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა და მითხრა, რომ გარდაცვლილს კორონავირუსი დაუდასტურდა”, – აცხადებს სოფლის ხელმძღვანელი არუთუნ მელკოიანი.

ამჟამად, ოფიციალური ინფორმაციითვე, სოფელ ლაბრაში ყველა მსურველს კორონავირუსზე კვლევას უტარებენ.

ბოლო მონაცემებით, აფხაზეთში კორონავირუსი 247 ადამიანს დაუდასტურეს, მათ შორის 101 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 4 – გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი