ახალი ამბები

მსოფლიოში კორონავირუსით რეინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა – BBC

25 აგვისტო, 2020 • 921
მსოფლიოში კორონავირუსით რეინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა – BBC

ჰონგ კონგში ჯანმრთელი ადამიანის კორონავირუსით ხელახლა ინფიცირების პირველი დადასტურებული შემთხვევა გამოვლიდნა.

როგორც BBC იუწყება, 30 წლის კაცი კორონავირუსით ხელმეორედ, პირველი ინფიცირებიდან 4,5 თვის შემდეგ დაავადდა. ჰონგ კონგის მეცნიერების ცნობით, გენოტიპის თანმიმდევრობამ აჩვენმა, რომ ვირუსის ორი შტამი “აშკარად განსხვავებულია”.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამბობს, რომ ერთი პაციენტის მაგალითზე დასკვნების გაკეთება მიანშეწონილი არ არის. ჯანდაცვის ექსპერტების თქმით კი, რეინფიცირება შესაძლოა იშვიათი იყოს.

ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების 23 მილიონზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი