სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი უსამძიმრებს 23 აგვისტოს დუშეთის რაიონში ავტოკატასტროფის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს.

“ძალიან დიდი მწუხარებით გავეცანი დუშეთის მუნიციპალიტეტში მომხდარ ტრაგიკული ავტოკატასტროფის შესახებ ინფორმაციას, რომელმაც ბევრი უდანაშაულო ადამიანი იმსხვერპლა. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ” ,- წერს ფაშინიანი.

შატილიდან თბილისისკენ მომავალი მიკროავტობუსი, რომელიც ხევსურეთში ტურისტული ვიზიტით იმყოფებოდა, გუშინ, 23 აგვისტოს გზის სავალი ნაწილიდან, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან, კლდოვან ფერდობზე გადავარდა. ავარიის შედეგად დაიღუპა 17 ადამიანი, მათ შორის- მიკროავტობუსის მძღოლი.

აზერბაიჯანი შატილში ადამიანების დაღუპვის გამო საქართველოს სამძიმარს უცხადებს