ახალი ამბები

უეფას ჩემპიონთა ლიგა ბაიერნმა მოიგო

24 აგვისტო, 2020 • 1538
უეფას ჩემპიონთა ლიგა ბაიერნმა მოიგო

2020 წლის უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში პარი სენ-ჟერმენი მიუნხენის ბაიერნთან დამარცხდა ანგარიშით 0:1.

ფინალური მატჩი 23 აგვისტოს პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში, ბენფიკას მოედანზე, Estádio da Luz-ზე გაიმართა.

მატჩის ერთადერთი გოლი 59-ე წუთზე გაიტანა ბაიერნის თავდამსხმელმა, კინგსლი კომანმა.

ლიგის არსებობის განმავლბაში, ბაიერნი უკვე მეექვსედ დაეუფლა გამარჯვებულის ტიტულს.

პსჟ-სთვის ეს პირველი ფინალური მატჩი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი