ახალი ამბები

ლუკაშენკო ჯავშანჟილეტით, ავტომატით ხელში გამოჩნდა

23 აგვისტო, 2020 • 1320
ლუკაშენკო ჯავშანჟილეტით, ავტომატით ხელში გამოჩნდა

ალექსანდრე ლუკაშენკო, ბელარუსის ერთპიროვნული ლიდერი ბოლო 26 წლის განმავლობაში, რომელსაც უკანასკნელი არჩევნების შედეგის გაყალბებას ედავებიან და რომლის წინააღმდეგაც ათიათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, ავტომატით ხელში გამოჩნდა.

გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მრავალათასიანები აქციის ფონზე, ლუკაშენკო, „კალაშნიკოვით“ ხელში, ჯავშანჟილეტით, ვერტმრფენით ჩადის დამოუკიდებლობის სასახლესთან.

რადიო თავისუფლების ბელარუსული სერვისის ცნობით, ვიდეო გაავრცელა ლუკაშენკოს მთავრობასთან დაახლოებულმა ტელეგრამ-არხმა „პირველი პული“.

დღეს მინსკსა და სხვა ქალაქებში 100 000-ზე მეტი დემონსტრანტი გამოვიდა ლუკაშენკოს მმართველობის გასაპროტესტებლად, ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით.

მასალების გადაბეჭდვის წესი